ზამთარი ბევრის საყვარელი სეზონია, თუმცა, ცივ ამინდს თან მრავალი დაავადება ახლავს და შესაბამისად, ზამთარში იმუნიტეტი უფრო მაღალი რისკის ქვეშაა. ასე რომ, ამ პერიოდში სწორად მოიქცევი, თუკი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევ შენს ჯანმრთელობას.
0
ამ სეზონზე აუცილებელია სხეულის რეგულარული შემოწმება. სწორედ ამიტომ, ბლოგში განვიხილავთ ანალიზებსა და ორგანოებს, რომლებიც ამ პერიოდში უნდა გადაიმოწმო.
0
სისხლის წნევა
50 წელს გადაცილებული ადამიანები ზამთარში უფრო მეტად იღლებიან მცირე აქტივობების შემდეგაც კი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ არტერიული წნევა ზოგადად უფრო მაღალია ზამთრის სეზონზე, რადგან დაბალი ტემპერატურა სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს.
0
არტერიული წნევის შემოწმებით, აუცილებლად მიიღებ სწორ წარმოდგენას შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის დაგეხმარება, განსაზღვრო, გჭირდება თუ არა შემდგომი მკურნალობა.
0
გულის შემოწმება
ზემოთ მოყვანილი მიზეზის გამო, ამ ამინდში გულის შეტევის ალბათობა ასევე მაღალია. თუ უკვე გაწუხებს გულის პრობლემები, აუცილებლად ჩაიტარე გულის გამოკვლევა. ამით სამომავლო გართულებების რისკს გააკონტროლებ.
0
შაქრის დონე
ზამთარი ხშირად გვიბიძგებს, უფრო მეტი ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი საკვები მივიღოთ. თუმცა, ისინი ხშირად სისხლში შაქრის დონეს ზრდის. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა ვარჯიშის გეგმის დაცვას ართულებს ხოლმე. შედეგად, შენი დიაბეტის წამლებისთვის ან ინსულინისთვის უფრო რთულია ეფექტურად იმოქმედოს შაქრის დონეზე. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი ამ პერიოდში შაქრის დონეს თვალყურს ადევნებ ხოლმე.